დღეს გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს, მოვაწესრიგეთ და ავტვირთეთ დრაივზე. ტრენერს წარვუდგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია.
ტრენინგის, „ტექნოლოგიების გამოყენება პროექტის დაგეგმვასა და
განხორციელების პროცესში“, გავლა ჩემთვის მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩემს შემდგომ პროფესიულ განვითარებას.
ი.ს.ტ-ის გამოყენებით პროექტებში შესაძლებლობა
მეძლევა შვექმნა უფრო საინტერესო სახალისო და დინამიური მასალა, რაც გამოიწვევს მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებას და სასწავლო პროცესში ჩართულობას, შესაბამისად-- მათი ცოდნის
გაღრმავებას და მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევების
განვითარებას.
ტრენინგის განმავლობაში გავეცანით გზამკვლევს, შევქმენით საქაღალდე და შევიძინეთ მისი წარმოების გამოცდილება.
განვიხილეთ სხვადასხვა პროექტის ნიმუშები,
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, შევქმენით და
ვიმუშავეთ ბლოგზე (გაჯეტის და სურათის ჩასმა, კომენტარების დადება ბლოგზე), ვისწავლეთ
სხვადასხვა ტიპის ბუკლეტის დამზადება, შევქმენით საპეზენტაციო პროგრამები P.P-ში.
განვიხილეთ შეფასების რუბრიკების ნიმუშები, ვისწავლეთ ბიბლიოგრაფიის მითითება და ვისაუბრეთ
საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ენერგულ
და კეთილშობილ ქალბატონ ქეთი ცერაძეს, საინტერესო
და ნაყოფიერი ტრენინგისათვის. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.
No comments:
Post a Comment