Saturday, October 15, 2016

ტრენინგის მე-9 დღე

        დღეს გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს, მოვაწესრიგეთ და ავტვირთეთ დრაივზე. ტრენერს წარვუდგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია.
ტრენინგის,  „ტექნოლოგიების გამოყენება პროექტის დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში“, გავლა ჩემთვის მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩემს შემდგომ პროფესიულ განვითარებას. ი.ს.ტ-ის გამოყენებით პროექტებში  შესაძლებლობა მეძლევა შვექმნა უფრო საინტერესო სახალისო და დინამიური მასალა, რაც გამოიწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და სასწავლო პროცესში ჩართულობას, შესაბამისად-- მათი ცოდნის გაღრმავებას  და მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევების განვითარებას.  
ტრენინგის განმავლობაში გავეცანით გზამკვლევს, შევქმენით  საქაღალდე და შევიძინეთ მისი წარმოების გამოცდილება.  განვიხილეთ სხვადასხვა პროექტის ნიმუშები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,  შევქმენით და ვიმუშავეთ ბლოგზე (გაჯეტის და სურათის ჩასმა, კომენტარების დადება ბლოგზე), ვისწავლეთ სხვადასხვა ტიპის ბუკლეტის დამზადება, შევქმენით საპეზენტაციო პროგრამები P.P-ში. განვიხილეთ შეფასების რუბრიკების ნიმუშები, ვისწავლეთ ბიბლიოგრაფიის მითითება და ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე. 
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ენერგულ და კეთილშობილ ქალბატონ  ქეთი ცერაძეს, საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.

Friday, October 14, 2016

პროექტის მე-8 დღე

გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს და გავაკეთეთ  p.p-ის პრეზენტაცია, რომელიც იქნება გზამკვლევი მოსწავლეებისათვის პროექტის განმავლობაში.

ტრენინგის მე-7 დღე

       რამოდენიმე წუთი დავუთმეთ მასალის გამეორებას. განსხვავებული  საჭიროების მოსწავლეთათვის შევქმენით შესაბამისი დავალება. დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.

Sunday, October 2, 2016

ტრენინგის მე-6 დღე

დღეს მუშაობა დავიწყეთ მასალის გამეორებით. გავეცანით მოსწავლის პრეზეტაციის ნიმუშებს და  სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკებს. დავათვალიერეთ პროექტის გეგმები.

Saturday, October 1, 2016

მე-5 დღე

დღეს  რამოდენიმე წუთი დავუთმეთ გამეორებას. გავეცანით როგორ მივუთითოთ საავტორო უფლებები, როგორ დავდოთ კომენტარი ბლოგზე.ვიმუშავეთ ბლოგში მოსწავლის ნიმუშზე.

Sunday, September 25, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

  დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. დროში გავწერეთ შეფასების გეგმა . შევქმენით პროექტის პორტფოლიო.

Saturday, September 24, 2016

ტრენინგის მე-3 დღე

      დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა  და დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.  სტანდარტით განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი და ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.

Sunday, September 18, 2016

ტრენინგის მეორე დღე

     დღეს მიმოვიხილეთ პროექტები და საშინაო დავალება. შემდეგ გავიმეორეთ განვლილი მასალა. გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს. დამოუკიდებლად დავამზადეთ ბუკლეტი.შევიძინეთ მეტად მნიშვნელოვანი ცოდნა.  მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.

Saturday, September 17, 2016

ტრენინგის პირველი დღე

                                                           რეფლექსია


        დღევანდელ დღეს გავეცანით  ჯგუფის  წევრები და ხელმძღვანელი ერთანეთს.   გავეცანით ინტელის სასწავლო კურსის მიზანს, გავეცანით გზამკვლევს, შევქმენით საქაღალდე,  ჩამოვტვირთეთ სასარგებლო დოკუმენტები, გავეცანით შქმნილი პროექტების ნიმუშებს.გავიხსენეთ ბლოგის შექმნა.